15. მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.2. დარიშხანის ქვეჯგუფი

1. როგორი მადნების სახით არის ბუნებაში გავრცელებული დარიშხანი, სტიბიუმი და ბისმუტი? დაასახელეთ ეს მადნები და დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.

2. რომელი ალოტროპიული ფორმები აქვთ დარიშხანს და ბისმუტს? შეადარეთ მათი ფიზიკური თვისებები. დარიშხანის რომელი ალოტროპიული ფორმა ჰგავს მეტალებს? რით განსხვავდება რუხი დარიშხანი, რუხი სტიბიუმი და ბისმუტი მეტალებისაგან?

3. როგორი სპეციფიკით მიმდინარეობს დარიშხანის ქვეჯგუფის ელემენტებზე კონცენტრირებული აზოტმჟავას მოქმედება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

4. რომელ წყალბად ნაერთებს წარმოქმნის დარიშხანის ქვეჯგუფის ელემენტები? როგორია მათ მოლეკულებში E-H ბმების ბუნება და შესაბამისი ნაერთების აღნაგობა? როგორ მიიღება ეს ნაერთები? როგორია ამონიუმის, ფოსფონიუმის და არსონიუმის იონების მდგრადობა?

5. როგორ მიიღება As(III)-ის, Sb(III)-ის, Bi(III)-ის ოქსიდები? დაახასიათეთ მათი ქიმიური თვისებები. დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები. რა გამოყენება აქვთ ამ ოქსიდებს?

6. როგორ იცვლება As(V) ― Sb(V) ― Bi(V) რიგში შესაბამისი ნაერთების მდგრადობა? როგორი ბუნებისაა დარიშხან(V)-ის ბინარული ნაერთები?

7. რომელი საყოველთაოდ ცნობილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების შედგენილობაში შედის დარიშხანი?

8. ტექნიკის რომელ დარგებში გამოიყენება დარიშხანი, სტიბიუმი, ბისმუტი და მათი ნაერთები?

9. როგორია დარიშხანის და მისი ნაერთების როლი ადამიანის ორგანიზმში? როგორია მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე?

 

s